ქართველმა ფეხბურთელმა პოლონეთის თასის ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა

© FB / ArkaGdyniaSSAპოლონეთის ფეხბურთის ჩემპიონატი
პოლონეთის ფეხბურთის ჩემპიონატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლუკა ზარანდიამ გოლი დამატებით დროში გაიტანა და პოლონურ კლუბ "არკას" გამარჯვება მოუტანა.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრებისა და პოლონური კლუბ "არკას" მოთამაშე ლუკა ზარანდია პოლონეთის თასის ფინალში გამარჯვების გოლი ავტორი გახდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ქალაქ გდინის "არკამ" პოზნანის "ლეხს" ანგარიშით 2:1 მოუგო.

მატჩის ძირითად დროში გამარჯვებული არ გამოვლენილა (0:0) და დამატებითი დრო დაინიშნა. 107-ე წუთზე "არკა" წინ რაფალ სემაშკომ გაიყვანა, ოთხი წუთის შემდეგ ულამაზესი გოლი ზარანდიამ გაიტანა.

ნახევარმცველმა ბურთი თავის ნახევარზე მიიღო, მეტოქის კარისკენ გზაზე "ლეხის" სამ ფეხბურთელს მოუგო, და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შორეულ კუთხეში დაარტყა. ეს გოლი ზარანდიასათვის პოლონური გუნდის შემადგენლობაში პირველი გახდა.

ქართველი ფეხბურთელი სოლომონ კვერკველია - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრების წევრი რუსეთის თასის მფლობელი გახდა

ერთადერთი, რითაც უპასუხეს "ლეხის" ფეხბურთელებმა, 119-ე წუთზე პრესტიჟის გოლი იყო, რომელიც ლუკაშ ტრალკმა შეასრულა.

"კლუბების ისტორიაში "არკა" პოლონეთის თასის მფლობელი მეორედ გახდა. პირველად გუნდმა თასი 1979 წელს მოიგო.

21 წლის ზარანდია პოლონურ კლუბში მიმდინარე წლის იანვარში თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა. ამ პერიოდში "არკას" შემადგენლობაში ოთხი მატჩი ითამაშა და გაიტანა ერთი გოლი.

ყველა ახალი ამბავი
0