თბილისში მტკვრიდან ასაკოვანი ქალის ცხედარი ამოიღეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადა. - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამომძიებლები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ მას შემდეგ, რაც წყლიდან ასაკოვანი ქალის ცხედარი ამოიღეს.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. მაშველებმა მტკვრიდან დაახლოებით 60 წლის ქალის ცხედარი გამოიტანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ინციდენტი გუშინ საღამოს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაინახეს, ქალი როგორ გადახტა მდინარეში. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები გვიან ღამემდე მუშაობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით "თვითმკვლელობამდე მიყვანა". დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0