თბილისი, 3 მაისი — Sputnik. კახეთში, ლაგოდეხიდან დაახლოებით 18 კილომეტრში, სოფელ ზემო ხეჩილში 4,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, აღნიშნულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებ-გვერდზე.
მიწისქვეშა ბიძგები ოთხშაბათს 12:53 საათზე დაფიქსირდა.
საქართველოს საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. ყველაზე ძლიერი, 7 მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭასა და იმერეთში მოხდა.
ეპიცენტრში ინტენსივობა 9 ბალს შეადგენდა. მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 200 ადამიანი, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და სამრეწველო ობიექტი.