ნოსელიძე: პროექტი მიზნად ისახავს ქართული აგროპროდუქციის წარმოების ხელშეწყობას

© Sputnik / Anna Yarovikovaკულინარიის ფესტივალი
კულინარიის ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
USAID/REAP-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მაკა ნოსელიძე აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილეს ფარგლებში დაგეგმილი კულინარიული კონკურსის შესახებ საუბრობს.
მაკა ნოსელიძე: პროექტი მიზნად ისახავს ქართული აგროპროდუქციის წარმოების ხელშეწყობას

„კულინარიული კონკურსი 5 მაისს გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ჩვენი დაფინანსებული აგრობიზნესების მიერ ნაწარმი პროდუქცია. ამ პროდუქციით მოამზადებენ კერძებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი, USAID-ს მისიის დირექტორი დაგლას ბოლი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე", — განაცხადა მაკა ნოსელიძემ.

მისივე განცხადებით, მომზადებულ კერძებს  შეაფასებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ცნობილი ქართველი შეფ-მზარეული მერიკო გუბელაძე და „ცოდნის ფონდის“ დირექტორი ანასტასია ბენდუქიძე.

 

ყველა ახალი ამბავი
0