ლიკუნა კოტეტიშვილი: არ არის აუცილებელი დიდი ბიუჯეტი, მთავარი ესთეტიკაა
„მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენი ქორწილისთვის სახლის ეზო საკუთარი ხელით მოვრთეთ, თეთრი ბუშტებით და დეკორაციით, სანთლებით გავაფორმეთ, სწორედ ასე დავიწყე… იმდენად მოეწონა ყველას, რომ გადავწყვიტე სხვებისთვისაც გამეზიარებინა ჩემი ხელნაკეთი საქორწილო ნივთები“, განაცხადა კოტეტიშვილმა.
როგორც ლიკუნა ამბობს, შედეგით იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ გადაწყვიტა არ გაჩერებულიყო და კიდევ ბევრი ლამაზი დეკორაცია შეექმნა, უკვე უცხო ადამიანებისთვის. ლიკუნა თვითნასწავლი ხელოვანია და ულამაზეს, დახვეწილ მოსაწვევებს, თაიგულებს და დეკორატიულ სანთლებს აკეთებს.