ამინდი საქართველოში: აღმოსავლეთში სეტყვაა მოსალოდნელი

© Flickr / Colin Busbyსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს, აღმოსავლეთში კი სეტყვას პროგნოზირებენ.

ხუთშაბათი, 4 მაისი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. ქარი დასავლეთ საქართველოში წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, ხოლო აღმოსავლეთში — 17-22 მეტრი სიჩქარით.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 10-15 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 16-21. მაღალ მთაში ღამით იქნება 4-9, ხოლო დღისით — 10-15 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება პლუს 8-13, ხოლო დღისით — 21-26 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამე მოსალოდნელია 2-7, ხოლო დღისით — 9-14 გრადუსი სითბო.

თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება, ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დღისით უნალექო ამინდი იქნება. ქარის სიძლიერე წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება. ღამით ჰაერი 12 გრადუსამდე, ხოლო დღისით — 25 გრადუსამდე გათბება.

პარასკევი, 5 მაისი

საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. ქარი დასავლეთ საქართველოში წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, ხოლო აღმოსავლეთში — 17-22 მეტრი სიჩქარით.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 9-14 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 19-24. მაღალ მთაში ღამით იქნება 1-6, ხოლო დღისით — 13-18 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება პლუს 10-15, ხოლო დღისით — 21-26 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამე მოსალოდნელია 2-7, ხოლო დღისით — 12-17 გრადუსი სითბო.

თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება, ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარის სიძლიერე წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება. ღამით ჰაერი 12 გრადუსამდე, ხოლო დღისით — 26 გრადუსამდე გათბება.

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0