საქართველოში 15 ათასზე მეტი ბავშვი სახიფათო სამუშაოს ასრულებს

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიბავშვები
ბავშვები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 5-დან 17 წლამდე ბავშვების დაახლოებით 4,3% მუშაობს, აქედან ნახევარზე მეტი სახიფათო სამუშაოს ასრულებს.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოში 5-დან 17 წლამდე ასაკის დაახლოებით 15,6 ათასი ბავშვი სახიფათო სამუშაოს ასრულებს, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ საჯარო დებატებისას თემაზე "ქალთა, შშმ პირთა და ბავშვთა შრომა: პრობლემები და გამოწვევები".

მისი განცხადებით, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც სკოლის მოსწავლეები სამუშაოს, მათ შორის, საოჯახო სეზონური სამუშაოების გამო სწავლას თავს ანებებენ. ბავშვებს მუშაობა სიღარიბის ან ცხოვრების არასათანადო პირობების გამო უწევთ.

"საქართველოში 5-17 წლის ასაკის 571 ათასი ბავშვი ცხოვრობს და აქედან 24,4 ათასი ბავშვთა შრომაშია ჩართული, რომელთა 63,9%, ანუ დაახლოებით 15600 ბავშვი სახიფათო სამუშაოს ასრულებს", — აღნიშნა სხილაძემ.

დედები ქალებთან ერთად - Sputnik საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაცია: საქართველოში ქალ–კარიერისტს პატივს არ სცემენ

მან ასევე გაამახვილა ყურადღება ქალების შრომითი დისკრიმინაციის ფაქტებზე. მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც დამსაქმებლები კონკურსში მონაწილე პირებისთვის ადგენენ ასაკობრივ და გარეგნულ კრიტერიუმებს.

"დასაქმების ადგილზე ხშირია სექსუალური და სქესის ნიშნით შევიწროება, ორსულობისა და ოჯახური მდგომარეობის გამო სამსახურში არმიღება თუ სამსახურიდან გათავისუფლება და სხვა. საგანგაშოა თვითდასაქმებული ქალების უფლებრივი მდგომარეობაც", — აღნიშნა სხილაძემ.

მისი განცხადებით, არასაკმარისი და არაეფექტურია სახელმწიფო პროგრამა შშმ პირებისთვის, რაზეც დასაქმებულების მცირე რაოდენობა მეტყველებს. 2016 წლის მონაცემებით, საჯარო სექტორში 52 შშმ პირია დასაქმებული, ხოლო კერძო სექტორში — 32.

საქართველოში 124,5 ათასზე მეტი შშმ (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე) პირია. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0