რით სჯობს ადგილობრივი ვაშლი იმპორტირებულს?
„ვაშლის რეალიზაციის პრობლემა ქართულ ბაზარზე არ არის. მთავარი პრობლემა სამაცივრე მეურნეობების სიმცირეა და სწორედ ამიტომაც არის ამდენი იმპორტირებული ვაშლი", — განუცხადა კახა ხეცურიანმა „Sputnik-საქართველოს".
კახა ხეცურიანმა ორი წლის წინ მეგობართან ერთად სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი – სოფელ სართიჭალაში ვაშლის ბაღი გააშენა და პირველი საცდელი მოსავალიც უკვე აიღო.