მოტოციკლებზე დროშებით: მსვლელობა თბილისის ცენტრში

გამოწერა

პროფკავშირების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და "აუდიტორია 115"-ის აქტივისტებმა 1 მაისს თბილისის ცენტრში მსვლელობა გამართეს. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია.

პროფკავშირების, არასამთავრობო ორგანიზაციების, "აუდიოტორია 115"-ის აქტივისტებისა და სტუდენტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია თითქმის ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. რუსთაველის გამზირზე გამართულ მსვლელობაში მონაწილეობა ასობით ადამიანმა მიიღო. მათ მშრომელთა უფლებების დასაცავად გამართეს მიტინგი.

მსვლელობას სათავაშე ედგა დიდი პიკაპი Ford 250, რომელზეც იდგა რამდენიმე ადამიანი მეგაფონებითა და დროშებით, შემდეგ იყვნენ მოტოციკლისტები, რომლებსაც ასევე დროშები ეჭირათ. მსვლელობის ბევრი მონაწილე იყენებდა "ვუვუზელას", ხელში კი ეჭირათ ტრანსფარანტები საქართველოში მშრომელი ხალხის უფლებების დაცვის მოთხოვნით.

მსვლელობას უწყვეტად ახლდა პოლიცია და აკონტროლებდა, რომ მომიტინგეებს არ გადაეკეტათ გამზირი მთლიანად. აქციის დროს მონაწილეები მხოლოდ ერთ მხარეს მოძრაობდნენ, მეორე მხარე მოძრაობისთვის თავისუფალი იყო. აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა.

ყველა ახალი ამბავი
0