მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ვიდეოხიდი

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი
თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ოთხშაბათს, 3 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ვიდეოხიდი მინსკი - ბიშკეკი - კიევი - თბილისი.

9 მაისს გამარჯვების 72-ე წლისთავი აღინიშნება. პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობისთვის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე დიდი დღესასწაულია, რადგან ფაშიზმთან ბრძოლაში ამ ქვეყნებმა ჯამში 27 მილიონი ადამიანი დაკარგეს. ღონისძიების მონაწილეები ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ აღინიშნება გამარჯვების დღე მათ ქვეყნებში და ომის პერიოდის ამბებს გაიხსენებენ.

პრესკონფერენციის მონაწილეები:

თბილისში:

— მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, მაიორი, ასეულის მეთაური ნიკოლოზ ჩარაშვილი, რომელმაც 977 დღის განმავლობაში სტალინგრადიდან ბერლინამდე გაიარა.

მინსკში:

— სატანკო ჯარების გადამდგარი გენერალ-მაიორი, ომისა და სსრკ-ის შეიარაღებული ძალების ვეტერანი, სტალინგრადის და კურსკის ბრძოლების, უკრაინის, მოლდოვას, ბალტიის ქვეყნების, ბელარუსისა და, კერძოდ, მინსკის, აღმოსავლეთ პრუსიის გათავისუფლების მონაწილე ალექსანდრ ფიოდორის ძე ფენი;

— ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დოცენტი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი კუზმა კოზაკი.

ბიშკეკში:

— ბიშკეკში "უკვდავი პოლკის" კოორდინატორი ზულფირა შარაფის ასული ხაიბულინა.

კიევში:

საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრ "პერსპექტივის" დირექტორი პაველ რუდიაკოვი; ისტორიკოსი, პუბლიცისტი ალექსანდრ კავერინი.

ვიდეოხიდში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს, რომელიც გაიმართება თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555 90 89 77.

მასმედიის აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977.

თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრის ანონსების გამოწერაზე განაცხადები გაგზავნეთ მისამართზე media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0