ლორია „კრილია სოვეტოვის" ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა

© photo: Sputnik / Виталий Тимкив / გადასვლა მედიაბანკშიგიორგი ლორია
გიორგი ლორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ლორია „კრილია სოვეტოვის" ძირითად შემადგენლობაში „ორენბურგთან" მატჩზე გამოვიდა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ძირითადი მეკარე გიორგი ლორია სამარის კრილია სოვეტოვის" ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა, სადაც არ უთამაშია 8 აპრილის შემდეგ.

ეს მოხდა რუსეთის ჩემპიონატის XXVI ტურში, „ორენბურგის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში, რომელიც ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

31 წლის ლორიამ თავისი გუნდის ბოლო სამი მატჩი გამოტოვა. მის ნაცვლად „კრილია სოვეტოვის" კარებს ევგენი კონიუხოვი იცავდა. გუნდის მწვრთნელის ჰანს ვისერის თქმით, ლორიას კონიუხოვით შეცვლა ლეგიონერებზე არსებული ლიმიტით იყო გამოწვეული.

აღსანიშნავია, რომ ლორია რუსეთის ამჟამინდელი ჩემპიონატის ყველაზე საიმედო მეკარეების ათეულში შედის. „ორენბურგთან" ჩატარებულ მატჩამდე მან მონაწილეობა 22 მატჩში მიიღო. ამ პერიოდში მის კარში 104 დარტყმა განხორციელდა, რომელთაგან 28 შედეგიანი აღმოჩნდა. ამგვარად, ქართველი მეკარის კოეფიციენტმა 3,71 შეადგინა და ამ მაჩვენებლით ის რუსეთის ჩემპიონატში მეათე ადგილს იკავებს.

XXVI ტურის შემდეგ „კრილია სოვეტოვმა" 22 ქულა მოაგროვა და ის სატურნირო ცხრილის მე-14 ადგილზეა.

ყველა ახალი ამბავი
0