აგროდაზღვევის მიმართ ფერმერებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდათ

© ი. ჩიქავას პირადი არქივიირაკლი ჩიქავა
ირაკლი ჩიქავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფერმერები აგროდაზღვევის შესახებ სრულ ინფორმაციას არ ფლობენ , მიაჩნია საკონსულტაციო კომპანია "აგრო სოლუშენსის" კომერციულ დირექტორს ირაკლი ჩიქავას.
აგროდაზღვევის მიმართ ფერმერებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდათ

 

 

„ზოგადად, პროექტის შედეგების მიმართ ფერმერებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა — ბევრი კმაყოფილია, ბევრიც უკმაყოფილო. უკმაყოფილების მიზეზი კი რამდენიმე ფაქტორია: ფერმერები არ ფლობენ სრულ ინფორმაციას აღნიშნული პროექტის შესახებ, შესაბამისად, როცა ზარალის ფაქტი დგება, მაშინ იგებენ პროექტის დეტალების შესახებ ინფორმაციას და ხშირად კონფლიქტურ სიტუაციამდე მიდის საქმე", განუცხადა ირაკლი ჩიქავამ  “Sputnik-საქართველოს“.

აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამას 21 ათასი ბენეფიციარი ჰყავდა. 2016 წელს კი 16 ათასამდე პირი სარგებლობდა აღნიშნული პროგრამით. მიუხედავად იმისა, რომ აგროდაზღვევით 2016 წელს გაცილებით ნაკლებმა პირმა ისარგებლა, ვიდრე 2014 წელს, უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით ბენეფიციარების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2014- 2016 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 47,485 პოლისი; დაზღვეული ფართობი შეადგენს 39,138 ჰა-ს; ჯამში, დაზღვეული იქნა 326,842,630 ლარის მოსავალი; ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ 22,051,912 ლარის სუბსიდირება მოახდინა; 2 წლის განმავლობაში ანაზღაურებულმა ზარალმა 19 მლნ ლარამდე შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0