ყირგიზეთში კიდევ ერთი მეწყერი ჩამოწვა: 11 სახლი დაინგრა

© пресс-служба МЧС Кыргызстанаყირგიზეთი
ყირგიზეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეწყერის ჩამოწოლისას არავინ დაშავებულა, რადგან მოსახლეობა წინასწარ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. კვირას ოშის ოლქში (ყირგიზეთი) კიდევ ერთი მეწყერი ჩამოწვა, იუწყება „Sputnik-ყაზახეთი" რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

მიწის მასა უზგენის რაიონში, სოფლებს კურბი-ტაშსა და მარქსს შორის ჩამოწვა, 11 სახლი დაფარა და მდინარე შორ-სუ გადაკეტა. მეწყერს კიდევ ერთი სახლის დაფარვა შეუძლია.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, რადგან მოსახლეობა წინასწარ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

გასულ შაბათს სოფელ აიუუში 200000 კუბური მეტრის მოცულობის მიწის მასა ჩამოწვა, რომელმაც 11 სახლი დაფარა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებით, მეწყერის ქვეშ 24 ადამიანი მოყვა, რომლებიც შვიდ სახლში ცხოვრობდნენ. 30 აპრილი ყირგიზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. მანამდე არსებული ინფორმაციით, ნაპოვნია ორი ბავშვისა და ერთი გოგონას ცხედრები.

ყველა ახალი ამბავი
0