გემრიელი ორშაბათი ნათია მონტგომერისთან ერთად

გამოწერა

"Sputnik-საქართველო" და კულინარი ნათია მონტგომერი მკითხველს კიდევ ერთ რეცეპტს სთავაზობენ. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი "ფხლოვანი".

მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 180 გრამი კარაქი, 160 გრამი მდუღარე წყალი, 500 გრამი ფქვილი, ისპანახის ფოთლები (ან სხვა ფოთლები, რაც გაქვთ) 300 გრამი, 4 ღერო მწვანე ხახვი, 0/5 ჭიქა დაჭრილი ქინძი, ყველი გემოვნებით, იმდენი, რომ მარილი არ დასჭირდეს, ზეთი 2 სუფრის კოვზი, შავი პილპილი. 

კარაქით, წყლითა და ფქვილით მოზილეთ ცომი და შედგით ერთი საათით მაცივარში.

დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ მწვანილი, ყველი, შავი წიწაკა, ზეთი.

გაბრტყელებულ ცომში მოათავსეთ მომზადებული შიგთავსი, მოახვიეთ, გააბრტყელეთ და შეწვით გახურებულ ტაფაზე. 

გემრიელად მიირთვით!

ყველა ახალი ამბავი
0