როგორ ელიან ტურისტები საკუთარ რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

გამოწერა

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყოველწლიურად მატულობს მგზავრების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში სავარძლების რაოდენობა არაა საკმარისი, ზოგიერთი ტურისტი რეისის მოლოდინის პერიოდში დარბაზის ცენტრში გაზონზე წამოწოლას და დასვენებას ამჯობინებს.

გადაზიდვების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, ახლა აეროპორტში ჩამოსული მგზავრებისთვის ახალი ტერმინალი შენდება, რაც ძირითად შენობას დატვირთვას შეუმსუბუქებს. მშენებლობის დასრულება და ტერმინალის ექსპლუატაციაში შესვლა მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.

2016 წელს საქართველოს ექვს მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია. წელს ქვეყნის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ გასული წლის რეკორდი მოიხსნება.

ყველა ახალი ამბავი
0