მედეა მეტრეველი: „ცენტრმა ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა“
„ჩვენი ცენტრის საშუალებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უკვე 200 წიგნი გამოიცა საზღვარგარეთ“- განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ მედეა მეტრეველმა.
მედეა მეტრეველი-ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი: 2010-2014 წლებში ხელმძღვანელობდა ქართული წიგნისა და ლიტერატურის პროგრამას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, სადაც უძღვებოდა ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნისა და პოპულარიზაციის პროექტებს და კოორდინირებას უწევდა ქართული ეროვნული სტენდების ორგანიზებას ფრანკფურტის, ლაიფციგის და ლონდონის წიგნის ბაზრობებზე. 2006 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი). 2002 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში ახალ ბერძნულ ენასა და ლიტერატურაში.