სან-დიეგოში თბილისის დღე აღნიშნეს

© FB / David Narmaniaსან-დიეგოში თბილისის დღე აღნიშნეს
სან-დიეგოში თბილისის დღე აღნიშნეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ათასწლეულის გამოწვევის“ კორპორაციის დაფინანსებით სან- დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში ბაკალავრიატის პროგრამებს ახორციელებს.

თბილისი, 28 პარტი — Sputnik. კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში (აშშ) თბილისის დღე აღნიშნეს, იუწყება პარასკევს თბილისის მერიის პრეს-სამსახური.

თბილისის მერი დავით ნარმანია სან-დიეგოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ის თავის კოლეგას კევინ ფოლკნერს შეხვდა და ორ ქალაქს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა. 

© FB/ DAVID NARMANIAსან-დიეგოში თბილისის დღე აღნიშნეს
სან-დიეგოში თბილისის დღე აღნიშნეს - Sputnik საქართველო
სან-დიეგოში თბილისის დღე აღნიშნეს

ფოლკნერმა ნარმანიას  პარტნიორობის დოკუმენტი გადასცა, რომელიც განათლების, ეკონომიკისა და დიპლომატიის სფეროში ორ ქალაქს შორის არსებულ თანამშრომლობას ასახავს და ამ მიმართულებით პროექტების ერთობლივად განხორციელების მზადყოფნას გამოხატავს.

 „ეს თანამშრომლობა განათლების, კულტურისა და ეკონომიკის მიმართულებით არაერთი ურთიერთსასარგებლო საქმის კეთების საშუალებას მოგვცემს“, — განაცხადა ნარმანიამ.

სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული უნივერსიტეტების პარტნიორი 2013 წლიდან გახდა. „ათასწლეულის გამოწვევის“ კორპორაციის დაფინასებისას პროგრამა ამერიკული გამოცდილების გათვალისწინებით კვალიფიციურ კადრებს ამზადებს. აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების შედეგად ქართული უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სპეციალობაში. 

© FB/ DAVID NARMANIAდავით ნარმანია სან-დიეგოს უნივერსიტეტში
დავით ნარმანია სან-დიეგოს უნივერსიტეტში - Sputnik საქართველო
დავით ნარმანია სან-დიეგოს უნივერსიტეტში

 „5 წლის შემდეგ ამ პროექტის ფარგლებში, სულ მცირე, 1000 სტუდენტი გვეყოლება, რომლებიც მიიღებენ მაღალი ხარისხის განათლებას და იქნებიან კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე“, — აღნიშნა თბილისის მერმა.

პროექტის ფარგლებში, ქართველს სტუდენტებს აშშ-ში აკრედიტებულ სხვადასხვა მიმართულების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობენ.

გარდა ამისა, ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია სან-დიეგოს გამოცდილების გაზიარება, ასევე, ისტორიული შენობების რესტავრაციისა და ურბანული გამწვანების მიმართულებით, რადგან ძეგლების განახლება და გამწვანებაც თბილისის ურბანული პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებებია.

 

ყველა ახალი ამბავი
0