თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. მოსკოვის მეტროპოლიტენში საჰაერო განგაში შეცდომით გამოცხადდა — შეტყობინებების სიტემის გამართვისას ხანმოკლე ტექნიკური შეცდომა დაფიქსირდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости მეტროპოლიტენის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ესკალატორებზე ისმის საჰაერო განგაშის შესახებ შეტყობინებები და გაფრთხილებები, რომ ესკალატორები მხოლოდ დაშვებაზე მუშაობენ.
"ახლა არავინ არაფერს აცხადებს. შეტყობინებების სისტემის გამართვის დროს ხანმოკლე ტექნიკური შეცდომა მოხდა. დანადგარებზე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობდა, დაახლოებით დილის 11:00 საათზე ხანმოკლე ტექნიკური შეცდომა მოხდა, რომელიც სულ 5 წუთს გაგრძელდა. გაუმართაობა მალევე აღმოიფხვრა. ესკალატორები ორივე მიმართულებით ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა. მეტროპოლიტენის მუშაობაც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა", — აღნიშნა მეტროპოლიტენის წარმომადგენელმა.