პრესკონფერენცია: ჯგუფ "ბანის" ახალი საგასტროლო ტური და შემოქმედებითი გეგმები

© FB/ Bani.Officialჯგუფი „ბანი"
ჯგუფი „ბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში ორშაბათს, 1 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება ჯგუფ "ბანის" პრესკონფერენცია თემაზე "ახალი საგასტროლო ტური და უახლოესი შემოქმედებითი გეგმები".

ჯგუფი "ბანი" 2011 წლის 2 იანვარს დაარსდა. კოლექტივი, პირდაპირი მნიშვნელობით, ქუჩაში "დაიბადა" – პირველ ნახევარ წელს მუსიკოსები ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს ქალაქის მიწისქვეშა გადასასვლელებში მღეროდნენ, შემდეგ ეს სიმღერები ქართული რესტორნების სცენაზე გადაიტანეს. მაშინ დაიბადა მათი პირველი ჰიტიც – "რაჭული", რომელმაც "ბანს" მთელ საქართველოში დიდი პოპულარობა მოუტანა.

დღეს ჯგუფის შემადგენლობაში არიან: მათე ფირცხალავა – სოლისტი და პირველი ხმა, ვოკალისტები – რაულ ბიწაძე (მეორე ხმა), გოგა ნიკოლაძე (ბანი, მეორე ხმა), ასევე გელა გოგიშვილი (დასარტყამი საკრავები, მეორე ხმა), ბესო კვიციანი (კლავიშიანი საკრავები, ბანი), ბესო მეტრეველი (გარმონი) და ბექა მიქაძე (დრამი, ბანი). ამჟამად ჯგუფის რეპერტუარში 30–ზე მეტი სიმღერაა. "ბანის" მუსიკა არა მხოლოდ საქართველოშია პოპულარული. ქართველი მომღერლების სიმღერებმა ნამდვილ გრძნობებზე, მტკიცე მეგობრობასა და სამშობლოს სიყვარულზე მთელ მსოფლიოში ათასობით თაყვანისმცემელი მოხიბლა.

პრესკონფერენციაზე ჯგუფ "ბანის" მონაწილეები მომავალ საგასტროლო ტურებზე და შემოქმედებით გეგმებზე ისაუბრებენ.

პრესკონფერენციის მონაწილეები:

— მათე ფირცხალავა;

— ბექა მიქაძე;

— რაულ ბიწაძე;

— ჯგუფის პროდიუსერი ჭაბუკა ამირანაშვილი.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაზე, რომელიც გაიმართება თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555 90 89 77.

მასმედიის აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977. თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრის ანონსების გამოწერაზე განაცხადები გაგზავნეთ მისამართზე media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0