მაია ჯაბუა: მოგზაურობა ყველა ადამიანთან ერთად არ არის ბედნიერება
„ხშირად ვმოგზაურობ მეუღლესთან ერთად. ძალიან დიდი სიამოვნებაა მასთან ერთად მოგზაურობა, რადგან არაჩვეულებრივი მეგზური და პარტნიორია. ყოველთვის საინტერესო კუთხით მაჩვენებს ამა თუ იმ ქვეყანას“, — ამბობს ჯაბუა.
მაია ჯაბუა ლეგენდარული ბავშვთა ანსამბლ "მზიურის" სოლისტი გახლავთ. ქალბატონი მაია უნიკალური ხმის ტემბრით და სიმღერის ნიჭით გამოირჩევა, რის გამოც სამუდამოდ დაამახსოვრა თავი ქართველ მსმენელს.