თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. „არალეგალი იმიგრანტების ქმედებებისგან დაზარალებულთა დახმარების ცენტრში" (Victims of Immigration Crime Engagement Office) უცხოპლანეტელთა თავდასხმის მსხვერპლი ამერიკელებისგან უამრავი ზარი შედის, იუწყება "Sputnik-ბელარუსი" BuzzFeed-ზე დაყრდნობით.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით გახსნილი ცენტრის მისიის აღწერისას, ნაციონალური უშიშროების სამინისტრო "არალეგალი მიგრანტის" ცნებას ინგლისური სიტყვით alien განსაზღვრავს, რაც ნიშნავს "უცხოსაც" და "უცხოპლანეტელს".
ამერიკელებმა ეს ინიციატივა გააკრიტიკეს, რადგან მიაჩნიათ, რომ ის ლეგალურ მიგრანტებს შეურაცხყოფს. ცენტრის ცხელ ხაზს მათ უამრავი შეტყობინება დაატეხეს არა მიგრანტების, არამედ უცხოპლანეტელთა თავდასხმის შესახებ.
ასე, მაგალითად, გასულ ოთხშაბათს საზღვაო ქვეითი ჯარის ვეტერანმა ალექსანდრ მაკკოიმ ცხელ ხაზზე საჩივრით დარეკა, რომ ის ამო-მ გაიტაცა. ოპერატორი შეპირდა, რომ მისი საქმის გამოძიება დაიწყება და საკონტაქტო მონაცემების დატოვება სთხოვა. სოციალური ქსელების მომხმარებლები ერთმანეთს მოუწოდებენ მთავრობას გაუზიარონ თავიანთი FUNPIC-ები "საიდუმლო მასალებზე".