ნონა ანთაძე: ძალიან მიყვარს ჩემი საქმე - თითოეული ყვავილი, თითოეული ბუჩქი
„ბოტანიკურ ბაღში 1962 წლიდან ვმუშაობ. სტუდენტი ვიყავი, როცა აქ მოვედი. ძალიან საინტერესო იყო აქ მუშაობა. მიყვარს ჩემი საქმე — თითოეული ყვავილი, თითოეული ბუჩქი“, — აცხადებს ნონა ანთაძე.
ქალბატონი ნონას თქმით, 1970 წელს თბილისის ბოტანიკურ ბაღში საფუძველი ჩაეყარა იასამნების საკოლექციო ნაკვეთს, იგივე სირინგარიუმს. აქ წაროდგენილია 75 ჯიშის იასამანი, რომლებსაც ქალბატონი ნონა მებაღის დახმარებით სათუთად უვლის და შვილივით ეფერება.