დავითაშვილი: ჩვენ საუდის არაბეთის სავაჭრო პალატების გაერთიანებაში გვქონდა შეხვედრა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე საუბრობს.
დავითაშვილი: ჩვენ გვქონდა შეხვედრა საუდის არაბეთის სავაჭრო პალატების გაერთიანებაში

„საუდის არაბეთი სპარსეთის ყურეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანაა და შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტისთვის“, —  განაცხადა დავითაშვილმა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, საუდის არაბეთის დედაქალაქ რეადში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა საუდის არაბეთის სავაჭრო პალატების გაერთიანების გენერალურ მდივანთან, დოქტორ საუდ ალ მაშართან და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.

ყველა ახალი ამბავი
0