ალექსანდრე ჯეჯელავა: განათლების სისტემაში პრინციპები გვაქვს შესაცვლელი
"ჩვენი შვილები სხვანაირები არიან. მათთვის სწავლის დაძალება ძალიან ძნელია. მე რომ პატარა ვიყავი, სწავლას მაძალებდნენ და ამ მიდგომამ ჩემზე, ასე ვთქვათ, გაჭრა. ჩემს შვილებზე კი უკვე აღარ იმოქმედა და შვილიშვილებზე, ალბათ, საერთოდ აღარ იმუშავებს“, — განაცხადა ჯეჯელავამ.
მისი განცხადებით, აუცილებელია ბავშვს ცოდნა მიეწოდოს თამაშ-თამაშით, შეჯიბრით, პროექტით და ა.შ. დაზეპირება უნდა შეიცვალოს აზროვნებით, შეფასება კი გუნდური მუშაობით.