სერგეენკო: ეს პრივილეგია გავრცელდება 0-დან 100 000 ქულამდე მქონე მოქალაქეებზე
„სახელმწიფო სულ 24 მედიკამენტის შეძენას გეგმავს და ეს 24 მედიკამენტი მხოლოდ სიმბოლურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის. მაქსიმუმ, რისი გადახდაც მოუწევთ ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის 1 ლარი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ამისთვის მთავრობამ 4 მილიონამდე ლარი გამოყო. საყოველთაო ჯანდაცვის ახალი ეტაპი ძალაში 1 მაისს შედის და პროგრამა მნიშვნელოვანი ცვლილებებით გაგრძელდება.