საქართველოში როკ-ჯგუფ Rainbow-ს ჰიტების შემსრულებელი გამოვიდა

გამოწერა

შოტლანდიელი მომღერალი დუგი უაიტი, ჯგუფ Rainbow-ს ერთ-ერთი ვოკალისტი გამოვიდა ბათუმში გამართულ როკ-ფესტივალზე. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ ჩაიარა ცნობილი მომღერლის გამოსვლამ.

ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფი Rainbow 1975 წელს დააარსეს გიტარისტმა რიჩი ბლექმორმა და ჯგუფ Elf-ის მუსიკოსებმა, რომელსაც სათავეში ვოკალისტი რონი ჯეიმს დიო ჩაუდგა. ვოკალისტი დუგი უაიტი Rainbow-ს შემადგენლობას 1994 წელს შეუერთდა, როდესაც ბლექმორმა ჯგუფი ხელმეორედ ჩამოაყალიბა ახალი მუსიკოსებისგან. დუგი უაიტის მონაწილეობით ჩაიწერა ალბომი Stranger In Us All. 1997 წელს ჯგუფმა Rainbow მსოფლიო ტურნე გამართა, რის შემდეგაც დამფუძნებელმა ბენდი თავად დაშალა.

მუსიკალური ფესტივალი European Spring Sound მსოფლიოს ცნობილი მუსიკოსებისა და მომღერლების მონაწილეობით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ბათუმის მუსიკალური ცენტრის სცენაზე. უცხოელ შემსრულებლებთან ერთად ფესტივალის სტუმრების წინაშე წარდგნენ ქართველი მომღერლები და მუსიკალური ბენდები.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ბენდმა Nazareth, ჯგუფ Rainbow-ს ყოფილმა სოლისტმა დუგი უაიტმა, Judas Priest-ის წევრმა, როკ-მუსიკოსმა ტიმ ოუენსმა და სხვებმა.

ყველა ახალი ამბავი
0