ბეჭვაია: ამბობენ, რომ სილუეტი ახალგაზრდა მამაკაცის სილუეტს ჰგავს
„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთხელაც, საღამოს საათებში რამდენიმე მოსახლემ საკუთარ კარ-მიდამოში უცნობი სილუეტი დალანდა, როგორც კი მას გამოელაპარაკნენ მაშინვე გაქრა. ამის შემდეგ დაიწყო კაკუნი კარებზე, ჭრიალი, უცნაური ხმების გამოცემა, რომელიც ძალიან წააგავს ცხოველის კივილის ხმას“, ამბობს ბეჭვაია.
მისივე განცხადებით, პოლიციის გარდა საქმეში ჩართული არიან უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ სოფელი შამგონა ენგურის ორ განშტოებას შორის, კუნძულზეა განთავსებული. სოფელში 350-მდე კომლი და 600-მდე მოსახლე ცხოვრობს.