„Sputnik საქართველო" ტრადიციულად გთავაზობთ საინტერესო ფილმების მიმოხილვას, რომელიც უქმეებზე კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ.
„გალაქტიკის მცველები 2“ (Guardians of the Galaxy Vol. 2) — ამერიკული ფილმი სუპერგმირებზე, რომელიც ეფუძნება გამომცემლობა Marvel Comics-ის კომიქსებს, Marvel Studios-ის წარმოება და Walt Disney-ის დისტრიბუცია. 2014 წლის „გალაქტიკის მცველების“ სიქველია და კინემატოგრაფიული სამყაროს Marvel-ის მეთხუთმეტე სურათია. ფილმის რეჟისორი და სცენარისტია ჯეიმს განი. პირველი ფილმის დასრულებიდან ორი თვის შემდეგ გალაქტიკის მცველები კოსმოსში მოგზაურობას აგრძელებენ და ახლშეძენილი ოჯახისათვის ბრძოლას განაგრძობენ. ამ დროს ისინი ეხმარებიან პიტერ ქვილს მეტი გაიგოს თავის ნამდვილ წარმომავლობაზე. მთავარ როლებში — კრის პრეტი, ზოი სალდანა, დეივ ბატისტა, ვინ დიზელი, ბრედლი კუპერი, მაიკლ რუკერი, კარენ გილანი, პამ კლემენტიეფი, ელიზაბეთ დებიკი, კრის სალივანი, შონ განი, სილვესტერ სტალონე და კურტ რასელი.
საინტერესო ფაქტები: ჯეიმს განმა აღიარა, რომ მას ძალიან უნდოდა ეპიზოდურ როლში დევიდ ბოუი გადაეღო, მაგრამ 2016 წლის 10 იანვარს მომღერალი გარდაიცვალა. ბოროტი გმირის როლი შესთავაზეს მეთიუ მაკკონაჰის, მაგრამ მან ამ წინადადებაზე უარი განაცხადა.
„შმატრული“ (CHIPS) — დექს შეპარდის კრიმინალური კომედია. სიუჟეტის ცენტრშია პოლიციელები ჯონ ბეიკერი და ფრენკ პონჩერელო, რომლებიც ქალაქის ქუჩებში მოტოციკლებით პატრულირებენ. თითქოსდა, მათი სამუშაო რუტინულია და ხიბლი დაკარგა, მაგრამ მეწყვილეთა საპირისპირო ხასიათები გმირებს უაზრო და კომიკურ სიტუაციებში აყენებს. გარდა ამისა, ერთმანეთზე ხუმრობის გარდა, მეგობრები ერთმანეთის მხარდაჭერასაც არ ივიწყებენ. კომედიაში როლებს ასრულებენ თავად დექს შეპარდი და მაიკლ პენი.
საინტერესო ფაქტები: ფილმი 1977-1983 წლების იგივე სახელწოდების სერიალის რემეიკია. ფილმის თრილერის გამოსვლის შემდეგ, ერიკ ესტრადამ, რომელმაც სერიალში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა, გააკრიტიკა ის Twitter-ში და მას აბსოლუტური „ნაგავი“ უწოდა.
„წრე“ (The Circle) — რეჟისორ ჯეიმს პონსოლდტის ფილმი დეივ ეგერსის იგივე სახელწოდების რომანს ეფუძნება. მთავარ როლებში — ემა უოტსონი, ტომ ჰენკსი, ელარ კოლტრეინი და ბილ პექსტონი. კოლეჯის ახალდამთავრებული მეი ჰოლანდი გავლენიან ტექნოლოგიურ კომპანია „წრეში“ ეწყობა, რომელიც თავიანთი მომხმარებლების ელექტრონულ ფოსტას, სოციალური ქსელების გვერდებს, საბანკო ბარათებზე ინფორმაციას ერთიან სისტემაში აერთიანებს. „წრის“ დამფუძნებელი ნიჭიერ თანამშრომელს შეამჩნევს და მას მოწინავე ექსპერიმენტში მონაწილეობას სთავაზობს, რომელიც ინდივიდის შესაძლებლობებზე და პირადი თავისუფლების საზღვრებზე მილიარდობით ადამიანების წარმოდგენებს შეცვლის. მალე სილიკონის ველის გიგანტ კომპანიაზე მეი შემაშფოთებელ სიმართლეს შეიტყობს.
საინტერესო ფაქტები: ტომ ჰენკსი დეივ ეგერსის რომანის ეკრანიზაციაში მეორედ მონაწილეობს. პირველი იყო „ჰოლოგრამა მეფისთვის“ (2016). ბილ პექსტონისთვის კი ეს ბოლო ფილმი აღმოჩნდა. მსახიობი 2017 წლის თებერვალში გარდაიცვალა.
„ჩემი შეყვარებული მონსტრია“ (Colossal) — რეჟისორ ნაჩო ვიგალონდოს კანადურ-ესპანური ფანტასტიკური ბოევიკი. სიუჟეტის ცენტრშია სეულზე უზარმაზარი მონსტრის თავდასხმა, რომელიც თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებს. ამასობაში ნიუ-იორკში ახალგაზრდა ქალი გლორია, რომელმაც სამსახური და შეყვარებული დაკარგა, ხვდება, რომ ამ ფანტასტიკურ მოვლენებთან კავშირი აქვს. მთავარ როლებში — ენ ჰეთეუეი, ჯეისონ სუდეიკისი, ოსტინ სტოუელი, ტიმ ბლეიკ ნელსონი და დენ სტივენსი.
საინტერესო ფაქტები: გადაღებების დროს ენ ჰეთეუეი ორსულად იყო. 2015 წლის მაისში ფილმის შემქმნელების წინააღმდეგ შეტანილია სარჩელი 2014 წლის „გოძილას“ მიბაძვის ბრალდებით. ფილმის მონსტრი გოძილასა და „გალაქტიკის მცველებიდან“ გრუტს შორის რაღაც საშუალოა.
„საიდუმლო აგენტი“ (Unlocked) — მაიკლ აპტედის ბრიტანული თრილერი მსოფლიო დონის საიდუმლო აგენტ ქალზე. ამჯერად მან ლონდონზე ბიოლოგიური შეტევა უნდა აღკვეთოს. დიდ ჯაშუშურ თამაშში ჩათრეული, ის ორმაგი სტანდარტების სამყაროს, პარანოიას, დაუსჯელობას და ღალატს წააწყდება. ირგვლივ ამდენი მეგობარია, მაგრამ რომლის ნდობა შეიძლება? ვინ არის ის უხილავი „თხუნელა“, რომელიც მან უნდა იპოვოს, რათა ტერორისტები გააჩეროს? ლონდონის გადასარჩენად, მანაც წესების გარეშე უნდა ითამაშოს. მთავარ როლებში — ნუმი რაპასი, ორლანდო ბლუმი, ტონი კოლეტი, ჯონ მალკოვიჩი და მაიკლ დუგლასი.
საინტერესო ფაქტები: ფილმის გადაღებებისას ნუმი რაპასმა ცხვირი გაიტეხა, როდესაც სახეში შემთხვევით იდაყვი მოხვდა. თავიდან მსახიობი ვერ მიხვდა, რომ სერიოზული ტრავმა მიიღო და გადაღებების გაგრძელება მოითხოვა. მოგვიანებით, როდესაც რაპასს გული წაუვიდა, გაირკვა, რომ ტრავმა ბევრად უფრო სერიოზული იყო.
გასული კვირიდან თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა რეზო გიგინეიშვილის თრილერი „მძევლები“.
თბილისის კინოთეატრებში ასევე იხილავთ — "ფორსაჟი 8" (The Fate of the Furious) — რეჟისორ ფელიქს გერი გრეის და სცენარისტ კრის მორგანის ამერიკულ ბოევიკს, კომედიას "ვადაგასული ბანდიტები" მორგან ფრიმენით, კრისტოფერ ლოიდითა და მაიკლ კეინით მთავარ როლებში და "მოჩვენება ჯავშანში" სკარლეტ იოჰანსონით.
თბილისის კინოთეატრებში კვლავ ნახავთ რეჟისორ ბილ კონდონის ამერიკულ მხატვრულ-მუსიკალურ ფილმს "მზეთუნახავი და ურჩხული" (Beauty and the Beast) ემა უოტსონით მთავარ როლში.
მულტფილმი ბავშვებისთის — მულტფილმი "პატარა ბოსი" (The Boss baby) და ოჯახური ანიმაციური ფილმი "სმურფები: დაკარგული სოფელი" (Smurfs: The Lost Village)
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!