ბათუმში როკ-ფესტივალის სტუმრების წინაშე წარსდგა ცნობილი ქართველი მომღერალი გიორგი ბერიძე. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ შეასრულა მომღერალმა სიმღერა Georgia.
ბათუმში გაიმართა დიდი მუსიკალური ფესტივალი European Spring Sound — მსოფლიოს ცნობილი მუსიკოსებისა და მომღერლების გამოსვლა ერთი კვირის განმავლობაში ბათუმის მუსიკალური ცენტრის სცენაზე. უცხოელ შემსრულებლებთან ერთად, ფესტივალის სტუმრების წინაშე წარსდგნენ ქართველი მომღერლები და მუსიკალური ბენდები.
ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო ბენდმა Nazareth, ჯგუფის Rainbow ყოფილმა სოლისტმა დუგი უაიტმა, Judas Priest წევრმა — როკ-მუსიკოსმა ტიმ ოუენსმა და სხვებმა.
ფესტივალზე ასევე მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ქართული ფოლკლორული ჯგუფები: "ხორუმი", "მხედრული", "ათძალი", "ელესა", "ფესვები" და "ბერმუხა".