ამინდი საქართველოში: სითბო და უნალექო დღეები

© Sputnik / Alexander Imedashviliხედი პრეზიდენტის სასახლეზე
ხედი პრეზიდენტის სასახლეზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში თბილისში მოსალოდნელია 19-20 გრადუსი სითბო და წამში 10-15 მეტრი სიჩქარის ქარი.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. სინოპტიკოსები მთელ საქართველოში დათბობას გვპირდებიან — დასავლეთში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს.

ხუთშაბათი, 27 აპრილი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. ქარის სიჩქარე დასავლეთ საქართველოში შეიძლება წამში 20-25 მეტრამდე გაძლიერდეს, ხოლო აღმოსავლეთში — 17-22 მეტრამდე.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 7-12 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 20-25. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 2 — პლუს 3, ხოლო დღისით — პლუს 10-15 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 4-9 გრადუსი სითბო, დღისით — 16-21; მაღალ მთაში ღამით მინუს 10-5, ხოლო დღისით — 6-11 გრადუსი სითბო.

თბილისში ღრუბლიანი, მაგრამ ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქარის წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით ჰაერი 8, ხოლო დღისით — 19 გრადუსამდე გათბება.

პარასკევი, 28 აპრილი

მთელ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა, ხოლო აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში — ნისლი. დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში — 17-22 მეტრი.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამე მოსალოდნელია 11-16 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 24-29; მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 3 — პლუს 2, ხოლო დღისით — პლუს 15-20 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 3-8 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 17-22; მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 5-0, დღისით — 13-18 გრადუსი სითბო.

თბილისში დღე ძირითადად უნალექოდ ჩაივლის, მოსალოდნელია ნისლი და დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით ჰაერი 8, ხოლო დღისით — 20 გრადუსამდე გათბება.

ყველა ახალი ამბავი
0