„ქრონოსი პატარა ზომის ქვაა (10სმ x 10სმ), რომელზეც დატანილია QR და რომელიც თავსდება სასაფლაოზე. იქ მისულ პირებს საშუალება ექნებათ, QR-ის წამკითხველი აპლიკაციის მეშვეობით გახსნან ამა თუ იმ პიროვნების ვებ-გვერდი და გაიგონ მისი ისტორია. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც „ქრონოსი" შეინახავს, მსოფლიოში არსებულ ყველაზე მძლავრ „ღრუბლოვან " (Microsoft Azure) სერვერებზე განთავსდება", — ამბობს მაჭავარანიანი.
ამ საქმეში სამი ადამიანია ჩართული. „ქრონოსის" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, თანადამფუძნებლები: მაია ხოფერია და ზაზა ჯაველიძე. ისინი ახლო მეგობრები არიან და იდეა ახლობლის საფლავზე ერთად ყოფნისას ეწვიათ, როდესაც მის შესახებ ხან სევდიან, ხანაც მხიარულ ისტორიებს იხსენებდნენ. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს, შეექმნათ რაღაც ისეთი, რის საშუალებითაც ამ ისტორიებს სხვა ადამიანებსაც გადასცემდნენ და გაუზიარებდნენ, თუნდაც, მომავალ თაობებს.