გია ჯაჯანიძე: პირველად პარლამენტის შენობა რომ დავინახე, ჩემს გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა
„ჭიათურიდან თბილისში რომ ჩამოვედი, 15 წლის ვიყავი. პირველად მეტროთი რომ ვიმგზავრე, მაშინდელ ლენინის მოედანზე როცა ამოვედი და პარლამენტის შენობა დავინახე, ჩემს გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა", — იხსენებს ჯაჯანიძე.
მისი განცხადებით, პროფესიიდან გამომდინარე, საკმაოდ ხშირად უწევს მოგზაურობა, უამრავ ქვეყანაშია ნამყოფი, თუმცა, მსგავსი შთაბეჭდილება მასზე არცერთ ქვეყანას აღარ მოუხდენია.