ამინდი საქართველოში: ქარი 26 აპრილს ჩადგება

© Sputnik / Alexander Imedashviliამინდი საქართველოში
ამინდი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხშაბათს საქართველოს უმეტეს რაიონებში ქარი ჩადგება და დათბება, თუმცა სამშაბათს კვლავ ძლიერი ქარი და ნალექია მოსალოდნელი.

ამინდი სამშაბათს, 25 აპრილს

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი, ღამით მთებში მოსალოდნელია თოვლჭყაპი.

წვიმა იქნება აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ღამით მთებში მოთოვს. 

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში 17-22მ/წ სიჩქარით იქროლებს, ხოლო აღმოსავლეთში 20-25 მ/წ-მდე გაძლიერდება. 

დასავლეთ საქართველოში დაბლობში 2-7 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 6-11. მაღალ მთაში ღამით —5 —0, ხოლო დღისით —2 +3 გრადუსი იქნება. 

აღმოსავლეთ საქართველოში დაბლობში ღამით მოსალოდნელია 3-8 გრადუსი სითბო, დღისით — 11-16. მაღალ მთაში ღამით —8 —3, დღისით 0 +5. 

ღამით თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დროდადრო მომატებული მოღრუბლულობა. დღისით ძირითადად უნალექოდ. ქარის სიჩქარე 10-15 მეტრი წამში, დროდადრო გაძლიერდება 20-25 მეტრამდე წამში. ღამით 6 გრადუსი სითბო, დღისით — 14. 

ამინდი ოთხშაბათს 26 აპრილს

დასავლეთ საქართველოში მოღრუბლულობა, თუმცა ძირითადად უნალექოდ. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში დღისით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ჭექა-ქუხილი. ქარი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში გაძლიერდება 17-22 მეტრამდე წამში, აღმოსავლეთში კი ქარის სიმძლავრე 10-15 მეტრი წამში იქნება. 

დასავლეთ საქართველოში  დაბლობში ღამით მოსალოდნელია  0 +5, დღისით +18 +23. მაღალ მთაში —9 —4, დღისით — +7 +12.

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით დაბლობში მოსალოდნელია 1-6 გრადუსი სითბო, დღისით 12-17. მაღალ მტაში ღამით —10 —5, დღისით  - +6  + 11. 

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, დროდადრო მოსალოდნელია მომატებული ღრუბლიანობა. ქარის სიჩქარე 10-15 მეტრი წამში. ღამით  +3 გრადუსი სითბო და დღისით +17. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0