ენტონი ბურდენი — ამერიკელი ტელეწამყვანი, მწერალი და შეფ-მზარეული. ის Travel Channel-ის თანამშრომელია და მთელ მსოფლიოში მოგზაურობს ადგილობრივი სამზარეულოების გაცნობის მიზნით.
ერთ დღეს საქართველოსაც ეწვია და ქართულ სუფრას, მის ტრადიციებს სოფლად, უშანგი და მაყვალა ქოქაშვილების ოჯახში გაეცნო.
ვიდეორგოლში ბურდენი მაყურებელს მოუთხრობს, როგორ იწვება ღორის მწვადი, როგორ ცხვება სამი სახის ხაჭაპური (სხვადასხვა გულსართით), ამბობს, რომ ქართული სუფრისთვის აუცილებელია მწვანილი და სახლში დაწურული ღვინო.
ამერიკელ სტუმარს უკვირს, როცა ეუბნებიან, რომ ქართული ტრადიციით, სუფრაზე შვიდი სადღეგრძელო მაინც ითქმება: უფლისა, ოჯახისა და ა.შ.
აღნიშნული ვიდეოსიუჟეტი CNN-ით გავიდა, „იუთუბითაც“ გავრცელდა და უამრავი დადებითი კომენტარიც მოჰყვა.
უყურეთ ვიდეოს და ნახეთ ამერიკელი სახელგანთქმული შეფ-მზარეულის ქართული სუფრით აღძრული ემოციები.