უამინდობა საქართველოში: Energo-Pro Georgia საგანგებო რეჟიმში მუშაობს

გამოწერა
ენერგოგამანაწილებელი კომპანია Energo-Pro Georgia ქარიშხლის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ელექტროენერგიის აღდგენას განაგრძობს.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. კომპანია Energo-Pro Georgia, რომელიც ელექტროენერგიით საქართველოს ტერიტორიის 70%-ს ამარაგებს, განაგრძობს საგანგებო რეჟიმში მუშაობას სტიქიის შედეგად დაზარალებულ დასახლებულ პუნქტებში ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით. 

ქარიშხალმა. რომელიც შაბათს დაიწყო, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს რეგიონებს. ერთი ადამიანი დაიღუპა სახლის სახურავის შეკეთების მცდელობისას. 

კიდევ ერთი საავადმყოფოში აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც მის მანქანას ხე დაეცა.

ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, სახლებს სახურავები გადახადა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

შედეგად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რამდენიმე ათასი აბონენტი.

ქარიშხალი - Sputnik საქართველო
უამინდობა საქართველოში: დასავლეთში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

„ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება საქართველოს რეგიონულ ცენტრებს. ძლიერი ქარის გამო ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება აბონენტთა ნაწილს გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში. 

ამ დროისათვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია სოფლების უმეტესობაში“, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

უამინდობამ Energo-Pro Georgia-ს სერიოზული ზიანი მიაყენა, თუმცა დროულად მოხერხდა აუცილებელი მასალების მობილიზება და აღდგენითი სამუშაოების ოპერატიული დაწყება, ნათქვამია განცხადებაში. 


ყველა ახალი ამბავი
0