საქართველოს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

© Flickr / Estonian Foreign Ministryესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს საქართველოსა და ესტონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღინიშნება.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 24 აპრილს ეწვევა, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
საქართველო და ესტონეთი კულტურის სფეროში შეთანხმებას მოაწერენ ხელს

 ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდება თავის ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძეს. ასევე გაიმართება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

საქართველომ და ესტონეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 16 ივნისს დაამყარეს. მხარეები თანამშრომლობენ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების, კულტურისა და გარემოს დაცვის სფეროებში.

საქონელბრუნვამ საქართველოსა და ესტონეთს შორის 2016 წელს 8,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის ექსპორტმა საქართველოდან — 2,8 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტმა საქართველოში — 5,7 მლნ აშშ დოლარი.

ყველა ახალი ამბავი
0