სამხედრო პოლიციამ თაღლითები დააკავა

© Sputnik / Levan Avlabreliპროკურატურა - სიმბოლიკა
პროკურატურა - სიმბოლიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თაღლითები სამხედრო მოსამსახურის კუთვნილი თანხის უკანონოდ მიღებას ცდილობდნენ.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და პროკურატურის თანამშრომლებმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გამოძიება ამტკიცებს, რომ ბრალდებულები ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის ოჯახისგან დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო, მოტყუებით მისაკუთრებას ცდილობდნენ. საქმის დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ხელბორკილი - Sputnik საქართველო
თაღლითობა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით: დაკავებულია ორი პირი

"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თითოეული სამხედროსა და მისი ოჯახის წევრის უფლებები დაცული იყოს", — განაცხადა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა დავით კარიაულმა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით "თაღლითობის მცდელობა ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით", რაც ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობით ისჯება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებულს გამოძიების პერიოდში პატიმრობა მიუსაჯა.

ყველა ახალი ამბავი
0