საია ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობის გაკონტროლების მექანიზმებზე საუბრობს

© FB/საიასაია
საია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალოვანის სტრუქტურების საქმიანობაზე კონტროლის განსახორციელებლად რამდენიმე მიდგომა შეიძლება არსებობდეს, განუცხადა „Spurnik -საქართველოს“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა სოფო ჭარელმა.
საია ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობის გაკონტროლების მექანიზმებზე საუბრობს

„მაგალითად,  შეიძლება არსებობდეს სპეციალური კომიტეტი, რომლის უფლებამოსილება იქნება განახორციელოს საპარლამენტო კონტროლი, როგორც უსაფრთხოების სამსახურზე, ასევე შსს-ზე. ჩვენ ვსაუბრობთ ძალოვან უწყებებზე, რომლებსაც აქვთ საკმაოდ დიდი ძალაუფლება და შესაბამისად, არის საფრთხე, რომ დაარღვიონ ადამიანის უფლებები“- აღნიშნა სოფო ჭარელმა.

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის  ანგარიშის განხილვა როგორც საკომიტეტო, ასევე პლენარულ სხდომაზე, ნაწილობრივ დახურულ ფორმატში წარიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0