გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ძლიერ ქვეყანას ერთად ვაშენებთ

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში იმყოფებოდა, სადაც მაღალმთიანეთის განსაკუთრებულობაზე ისაუბრა და იქ მცხოვრებ მოსახლეობას რაიონში დაგეგმილი სიახლეების შესახებ ესაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ერთად ძლიერ ქვეყანას ვაშენებთ

„აუცილებლად აშენდება ხულო-ზარზმის, ხულო-ბეშუმის გზა. უკვე დავიწყეთ მთიანი აჭარის გაზიფიკაცია და ხელვაჩაურიდან ხიჭაურამდე გაზსადენის მშენებლობის საკითხიც გადაწყვეტილია. შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ რაიონის მცხოვრებლები ძალიან მარტივად დაუკავშირდებიან ქალაქ ბათუმსა და სხვა რაიონებს სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემების გადაწყვეტას. მისი თქმით, უკვე გამოყოფილია შესაბამისი დაფინანსება, ასევე, სახელმწიფოსთან ერთად, პროცესში ჩართულია ინვესტორი კომპანია "აჭარისწყალი“.

ყველა ახალი ამბავი
0