გიორგი გახარია: ამ შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ ბიზნეს-აქტივობებთან გვექნება საქმე
„ბიზნესმენების ამ შეხვედრას სამთავრობო დელეგაციებიც დაუჭერენ მხარს. დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ ბიზნეს-აქტივობებთან გვექნება საქმე. უნგრული მხარე ძირითადად დაინტერესებულია გადამამუშავებელი წარმოებით, მშენებლობით და წყლის რესურსების მართვით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ.
საქართველო-უნგრეთის ბიზნეს-ფორუმს სამთავრობო და კერძო სექტორის, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და უნგრეთის სავაჭრო სახლი.