დაღესტნის სკოლაში აფეთქება მოხდა: ერთი მოსწავლე დაიღუპა

© NewsTeam / გადასვლა მედიაბანკშიპოლიციის თნამშრომლები ბუინაკსკში
პოლიციის თნამშრომლები ბუინაკსკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპიუტერულ კლასში ხელყუმბარის აფეთქებისას დაიღუპა ერთი მოსწავლე, სულ 11 ბავშვი დაშავდა, სამი მძიმე მდგომარეობაშია.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. დაღესტანში ცუმადინის რაიონის სოფელ აგვალის სკოლაში, კომპიუტერულ კლასში ხელყუმბარის აფეთქებისას დაიღუპა ერთი მოზარდი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости შინაგან საქმეთა სამინისტროს დაღესტანის რესპუბლიკის განყოფილების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ექვსი ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან სამი მძიმე მდგომარეობით რეანიმაციაში იმყოფება. ცუმადინის რაიონში კატასტროფების მედიცინის სამსახურის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სპეციალისტებით ბორტზე თვითმფრინავი გამოფრინდა, რათა მძიმედ დაშავებული ბავშვები მახაჩკალაში გადაიყვანოს.

დაღესტნის შსს-მ დაადასტურა ინფორმაცია იმ მოსწავლის დაკავების შესახებ, რომელმაც სკოლაში ხელყუმბარა მოიტანა, რომლის აფეთქების შედეგად ბავშვი დაიღუპა. სკოლის დირექტორმა ადრე განაცხადა, რომ დაღუპულია მერვე კლასის მოსწავლე.

ყველა ახალი ამბავი
0