უამინდობა საქართველოში: ქვეყანაში ზარალს ითვლიან

© Facebook / Tv kvemo kartliრუსთავში ქარმა ხეები წააქცია
რუსთავში ქარმა ხეები წააქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ბევრ რეგიონში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები წააქცია.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მეორე დღეა არ ცხრება ქარი, რომელმაც დააზიანა შენობები, მათ შორის, ტაძარი კახეთში, და ხეები მოგლიჯა.

საქართველოში შაბათს ამინდი მკვეთრად გაუარესდა. სინოპტიკოსებმა მოსახლეობა ქარიშხლის შესახებ გააფრთხილეს. გუშინ დედაქალაქში ქარის სიჩქარემ წამში 32 მეტრს გადააჭარბა. 

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში წმინდა გიორგის ტაძარს ხე დაეცა. ეკლესიის გარდა, ტაძრის ტერიტორიაზე დაზიანდა კელიები და მაღაზია.

სოფელ ახაშენში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად მოგლიჯა. თუნუქის ფურცლები სახლიდან ათობით მეტრის დაშორებით დაეცა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულებს დახმარებას დაპირდა. 

ძლიერი ქარით მიყენებულ ზარალს დასავლეთ საქართველოშიც ითვლიან. რამდენიმე ოჯახი დაზარალდა წალენჯიხის რაიონის სოფლებში — ჯვარში, ჭალეში, ჩქვალერში, სადაც ძლიერმა ქარმა სახურავები მოგლიჯა და ხეები წააქცია. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ადგილზე სპეციალური კომისია მუშაობს, რომელიც ზარალს ითვლის.

ამინდი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მკვეთრად გაუარესდა. შავ ზღვაზე 5-ბალიანი შტორმია, მთაში მოთოვა.

ძლიერი ქარი ორშაბათსაც არის მოსალოდნელი. გარემოს დაცვის სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0