თენგიზ მალანია: ეს იყო იმ დროისთვის ყველაზე დიდი არქივი
„იყო ასეთი შოთა ქარუხნიშვილი, რომელთანაც მე მეორე რეჟისორად ვმუშაობდი“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს” თენგიზ მალანიამ.
თენგიზ მალანია — სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-სასცენარო ექსპერიმენტული ფაკულტეტის პირველი გამოშვებისა და პეტერბურგის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებული. არის 40-მდე სხვადასხვა ფილმის ავტორი, კინოაკადემიის წევრი და მისი სახელი და გვარი უდიდეს რუსულენოვან ენციკლოპედიაშია შესული.