დედამიწის დღე საქართველოში დასუფთავებით და გამწვანებით აღნიშნეს

გამოწერა
დედამიწის დღეს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და მოხალისეები საქართველოს ქალაქებისა და სოფლების ქუჩებს ასუფთავებდნენ.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. დედამიწის დღე საქართველოში მასობრივი დასუფთავების აქციით და ხეების დარგვით აღინიშნა.

დედამიწის საერთაშორისო დრე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2009 წელს დააწესა და ის ყოველწლიურად 2010 წლიდან აღინიშნება. 2017 წელს ღონისძიების თემა ეკოლოგიისა და კლიმატის საკითხებში მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა იყო. 

© courtesy of Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgiaდასუფთავების აქცია ლისის ტბაზე
დასუფთავების აქცია ლისის ტბაზე - Sputnik საქართველო
დასუფთავების აქცია ლისის ტბაზე

ყველაზე მასშტაბური ღონისძიება თბილისში ლისის ტბაზე ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც გარემოს დაცვის სფეროში საქმიანობენ,  ასევე სკოლის მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და მოხალისეებმა. მათ ლისის ტბის ტერიტორია მთლიანად დაასუფთავეს. 

მასობრივი დასუფთავების აქცია აჭარაშიც ჩატარდა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა 60 სოფლის ცენტრი დაასუფთავეს.

მასობრივი დასუფთავების აქციას საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებიც შეუერთდნენ, რომლებმაც ბათუმისა და ქობულეთის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს. 

© FB/ გარემოს დაცვის სამინისტროდასუფთავების აქცია ლისის ტბაზე
დასუფთავების აქცია ლისის ტბაზე - Sputnik საქართველო
დასუფთავების აქცია ლისის ტბაზე

დედამიწის დღეს უწყებების ნაწილმა გადაწყვიტა არ შეუერთდეს მასობრივი დასუფთავების აქციას, სამაგიეროდ, მათ გარემოზე იზრუნეს და ხეები დაარგეს. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა „კრწანისის“ ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე წიწვოვანი ხეები დარგეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა, პატიმრებთან ერთად, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ტერიტორიაზე ყვავილები და ხეები დარგეს.

დედამიწის დღის აღნიშვნა საქართველოში ამით არ სრულდება — 22 აპრილიდან საქართველოში იწყება დასუფთავების კვირეული სახელწოდებით „სუფთად ევროპისკენ“. კვირეულის ფარგლებში 10 რეგიონის 74 რაიონში 464 ტერიტორია დასუფთავდება. მასობრივი დასუფთავების აქციაში მონაწილეობას 22000 ადამიანი მიიღებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0