ტრადიციული ხალხური დღესასწაული "წაჩხურობა", რომლის ისტორიაც უკვე ასობით წელს ითვლის, აღდგომის შემდეგ ტარდება დასავლეთ საქართველოს დასავლეთ მხარეში. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ აღნიშნეს წელს "წაჩხურობა" მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში.
"წაჩხურობის" დღეს უშვილო წყვილები საქართველოს ყველა კუთხიდან სოფელი სალხინოს წმინდა ანდრეა პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში მიდიან და შვილის შეძენას ლოცულობენ. ეკლესიაში ამ დღეს მიდიან ისინიც, ვისაც "წაჩხურობაზე" ეკლესიაში მისვლის შემდეგ შვილი შეეძინა.
მორწმუნეებს ეკლესიაში მიაქვთ ტრადიციული ქართული აკვნები. მრევლის ნაწილს ეკლესიიდან თან მიაქვს აკვანი, სხვები კი მიდიან ტაძარში, რათა აკვანი უშვილო წყვილებს გადასცენ. მიიჩნევა, რომ ტაძარში სამი მისვლა შვილის შეძენის ტოლფასია. ეკლესიაში მიმსვლელთაგან ბევრი იმავე წელს ხდება მშობელი.
წმინდა ანდრეა პირველწოდებულის ტაძარი სოფელ სალხინოში VII საუკუნეში აიგო და მას შემდეგ ბოლოჯერ XVIII საუკუნეში აღდგა. წაჩხურის ეკლესია მაღლობზეა, სოფელი სალხინოს ცენტრიდან შვიდ კილომეტრში. ეკლესიაში მიმსვლელებმა, ძველი ტრადიციის თანახმად, ეს მანძილი ფეხით უნდა იარონ.