პუშკინის ნივთები და აივაზოვსკის ნახატები: უნიკალური მუზეუმი თბილისში

გამოწერა

თბილისში სმირნოვების ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის უნიკალური სახლ-მუზეუმი გაიხსნა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ რა ექსპონატებია წარმოდგენილი მუზეუმში.

ტაბიძის ქუჩაზე მდებარე სმირნოვების სახლ-მუზეუმში ინახება XIX საუკუნის უნიკალური ექსპონატები. აქ თავმოყრილია საქართველოს და რუსეთის შემოქმედებითი ინტელიგენციის ბევრი წარმომადგენლის პირადი ნივთები, რომლებიც არაერთხელ ყოფილან ამ სახლში. სხვადასხვა დროს ამ სახლს სტუმრობდნენ გრიგოლ ორბელიანი, პიოტრ ჩაიკოვსკი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, დავით ერისთავი და სხვანი. ზედამხედველების აზრით, მუზეუმი მნიშნელოვანია არამხოლოდ საქართველოსთვის და რუსეთისათვის, არამედ სრულიად ევროპის კულტურისა და ისტორიისათვის.

მუზეუმის ფონდში ინახება XVIII-ХХ საუკუნეების რუსული და დასავლეთევროპული დეკორატიულ-გამოყენებითიხელოვნების ნიმუშები, თუმცა პირველ რიგში ეს მუზეუმი პუშკინის ეპოქას ეკუთვნის. კოლექციის საფუძველს წარმოადგენს სმირნოვების ოჯახური რელიქვიები. მუზეუმის საცავში თავმოყრილია ფერწერისა და გრაფიკის ნიმუშები, სკულპტურები და ლიტოგრაფიის ლიტერატურული დოკუმენტები, ხელნაწერები, ფოტოდოკუმენტები და ანტიკვარული გამოცემები.

მუზეუმის უნიკალურ ექსპონატებს შორისაა: პუშკინის კამერ-იუნკერული ქუდი და დასაკრძალი ნიღაბი, პეტრე პირველის მიერ გაკეთებული საპირფარეშოს მაგიდა, მისი კომპასი, ეკატერინე მეორის მოვერცხლილ-მოოქროვილი სათუთუნე. შემონახულია პეტრე ჩაიკოვსკის ფორტეპიანოც. ფერწერის ნიმუშებს შორისაა ფრანც ვინტერჰალტერის, ივან აივაზოვსკის და სხვა ცნობილი მხატვრების ნახატები. მუზეუმში ინახება საავეჯე ხელოვნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მრავალი ძვირფასი ეგზემპლარი.

ყველა ახალი ამბავი
0