ნათია ნაკაშიძე: ჩემს სახლში ყოველთვის ისმოდა ფრანგული სიმღერები
„როცა დედა ფრანგულს მასწავლიდა სახლში, სულ იმის შეგრძნება მქონდა, რომ მისი გაკვეთილი დამთავრდებოდა და მეც ბებიასთან გავიქცეოდი", — განუცხადა „Sputnik — საქართველოს" ნათია ნაკაშიძემ.
ნათია ნაკაშიძე — მოგზაური, ბლოგერი და ფრანკოფილია. მას იცნობენ ფსევდონიმით მარგო ლესკო. გამოცემული აქვს წიგნი "ჩაი ერთისთვის". 2015-2016 წლებში მონაწილეობა მიიღო თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში "არტისტერიუმი". 2016 წელს კი — საერთაშორისო ფოტო-ფესტივალის "ქოლგა" ფინალისტი გახდა.