დედამიწის დღეს საქართველოში მასშტაბური დასუფთავებით აღნიშნავენ

© FB / Минокружающейсреды დასუფთავების კვირეული იმერეთში დაიწყო
დასუფთავების კვირეული იმერეთში დაიწყო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასუფთავებაში მონაწილეობას მიიღებენ ხელისუფლების, დიპლომატიური კორუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები, მსახიობები და სპორტსმენები.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. დედამიწის საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით საქართველოში დასუფთავების კვირეული იწყება. დედამიწის დღის აღნიშვნა გვახსენებს, რომ თითოეული ჩვენგანი თავისი არსებობისთვის ჩვენი პლანეტისა და მისი ეკოსისტემის მადლიერი უნდა იყოს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დასუფთავების კვირეულს ქვეყნის 10 რეგიონის 74 რაიონში ჩაატარებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 22 ათასი ადამიანი, რომლებიც 464 ადგილს დაასუფთავებს.

კამპანიაში სახელწოდებით "სუფთად ევროპისკენ" მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სამინისტროები, ადგილობრივი თვითმმართველობები, მუნიციპალიტეტები, ბიზნესისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, მსახიობები, სპორტსმენები, აღნიშნულია სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

თბილსერვის ჯგუფის ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები - Sputnik საქართველო
თბილისის დაბინძურებისთვის პირველივე დღეს 14 ადამიანი დააჯარიმეს

კამპანიის მხარდამჭერი არიან შვედეთის განვითარების სააგენტო, "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები — საქართველი", საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი "ორქისი", "ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა".

კამპანიის ფარგლებში 26 აპრილს გამოცხადდება კონკურს თემებზე: სუფთა რეგიონი, სუფთა ქალაქი,

სუფთა მუნიციპალიტეტი, სუფთა სოფელი, სუფთა ქუჩა, სუფთა ეზო. კონკურსის შედეგები ცნობილი ოქტომბრის ბოლოს გახდება.

თბილისში დედამიწის დღეს აშშ–ისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში აღნიშნავენ. დაასუფთავებენ ვაკის პარკს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

პარალელურად გაიმართება თამაშები, სპორტული და გასართობი ღონისძიებები. ღონისძიება დაიწყება 13:00 საათზე და 17:00 საათამდე გასტანს.

დედამიწის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2009 წელს დააწესა და 2010 წლიდან ის ყოველ წელს აღინიშნება. 2017 წლის თემაა ეკოლოგიისა და კლიმატის საკითხებში ინფორმირებულობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0