90 000 დოლარის ქვეყნიდან გატანის მცდელობისთვის ბირმის აეროპორტში ქართველები დააკავეს

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს 2 მოქალაქე იაგონის აეროპორტიდან საცვლებში დამალული თანხის გატანას ცდილობდა. დამანაშავეები სწორედ ამ დროს დააკავა პოლიციამ.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს 2 მოქალაქე ბირმის სამართალდამცავებმა ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

სამართალდამცავების ცნობით, ეჭვმიტანილები 90 000 აშშ დოლარის ქვეყნიდან უკანონოდ გატანას ცდილობდა.

მიანმარის პოლიციის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს 2 მოქალაქე იაგონის აეროპორტიდან საცვლებში დამალული თანხის გატანას ცდილობდნენ. დამანაშავეები სწორედ ამ დროს დააკავა პოლიციამ.

 

ყველა ახალი ამბავი
0