ამინდი საქართველოში: ძლიერი ქარი და წყალმოვარდნები

© Sputnik / Alexander Imedashviliღრუბლიანი ამინდი
ღრუბლიანი ამინდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მაღალ მთაში კი სინოპტიკოსები თოვლს პროგნოზირებენ.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. უახლოეს დღეებში სინოპტიკოსები ვარაუდობენ მდინარეებში წყლის დონის 70-110 სანტიმეტრით მომატებას და ასევე ძლიერ ქარს.

კვირა, 23 აპრილი

ღამით დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ, დღისით კი თითქმის ყველა რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ღამით მაღალ მთაში მოთოვს. ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მაღალ მთაში — თოვლი.

ქარი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში წამში 20-25 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს, დასავლეთში კი — წამში 25-30 მეტრამდე.

დასავლეთ საქართველოს ბარში  ღამით მოსალოდნელია 8-13 გრადუსი სითბო, დღისით — 20-25. მაღალ მთაში ღამით 0-5 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 15-20.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში  ღამით მოსალოდნელია 2-7 გრადუსი სითბო, დღისით — 15-20. მაღალ მთაში ღამით მინუს 3 პლუს 2 გრადუსი იქნება, დღისით — 12-17 გრადუსი სითბო.

ღამით თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება 5 გრადუსი სითბო, დღისით — 20.

ორშაბათი, 24 აპრილი

ღამით და დილით დასავლეთ საქართველოს რაიონებში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ღამით მაღალ მთაში მოთოვს. ხანმოკლე წვიმა ელჭექით მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, დღისით კი — ზოგიერთ რაიონში.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქარი წამში 20-25 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი წამში 30 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს ბარში  ღამით მოსალოდნელია 4-9 გრადუსი სითბო, დღისით — 12-17. მაღალ მთაში ღამით მინუს 3 — პლუს 2 გრადუსი იქნება, დღისით — 6-11 გრადუსი სითბო.

საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 3-8 გრადუსი სითბო, დღისით — 15-20. მაღალ მთაში ღამით მინუს 4 პლუს 1 გრადუსი იქნება, დღისით — 4-9 გრადუსი სითბო.

ღამით და დილით თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, ღამით კი წამში 30 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს. ღამით იქნება 6 გრადუსი სითბო, დღისით — 17.

სამშაბათი, 25 აპრილი

დასავლეთ საქართველოს რაიონებში დღისით ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ღამით მაღალ მთაში მოთოვს. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ქარბუქი.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით წამში 20-25 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს ბარში  ღამით მოსალოდნელია 2-7 გრადუსი სითბო, დღისით — 8-13. მაღალ მთაში ღამით მინუს 4 — პლუს 1 გრადუსი იქნება, დღისით — 1-6 გრადუსი სითბო.

საქართველოს ბარში  ღამით მოსალოდნელია 3-8 გრადუსი სითბო, დღისით — 12-17. მაღალ მთაში ღამით მინუს 4 პლუს 1 გრადუსი იქნება, დღისით — 6-11 გრადუსი სითბო.

ღამით თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, ღამით კი წამში 20-25 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს. ღამით იქნება 6 გრადუსი სითბო, დღისით — 15.


ყველა ახალი ამბავი
0